ყველაფერი ლოგოს შესახებ

ლოგოები

გრაფიკული დიზაინის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ლოგოს შექმნაა. ლოგო არის აუცილებელი ატრიბუტი ნებისმიერი კომპანიისთვის. განსაკუთრებით კი სტარტაპებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას, არ აქვთ ისტორია და სურთ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებლები გახდნენ.

რა არის ლოგო?

ლოგო კომპანიის იდენტურობის გამომხატველი სიმბოლოა, რომელიც მათი მფლობელის სხვებისგან გამორჩევის კარგი საშუალებაა.  ლოგო არ არის კომპანიის ამბის თხრობა. ის უბრალოდ გამოხატავს იდენტურობას, მთავარ ღირებულებებს და მისიას. სწორედ ამიტომ შეცვალა Apple – მა თავისი ლოგო. თავდაპირველად Apple – ის ლოგოზე გამოსახული იყო ისააკ ნიუტონი ვაშლის ხის ძირში. მალევე ლოგო შეიცვალა ვაშლით, რომელიც ცისარტყელის ფერებში იყო წარმოდგენილი. ახლა მოკბეჩილი ვაშლი ყველასთვის Apple – თან ასცორდება.

არ არის აუცილებელი, რომ ლოგო მაინც და მაინც სიმბოლოს შეიცავდეს, თუმცა ასე მეტად დასამახსოვრებელი იქნება მომხმარებლისთვის. მაგალითად კოკა-კოლას ლოგო არის წარწერა, თუმცა სპეციალურმა ფონტმა, საბოლოოდ ისიც სიმბოლოდ აქცია.

ლოგოებიც ბერდებიან და ძველდებიან,  შესაბამისად, საჭიროებენ დროდადრო განახლებას, რომ არ გამოიყურებოდნენ, ანტიკვარიატივით და პასუხობდნენ თანამედროვე ტენდენციებს. შესაბამისად დროდადრო საჭიროა რებრენდინგი – ლოგოს განახლება – გათანამედროვება. ზოგჯერ ლოგო რადიკალურად იცვლება, ზოგჯერ – პატარა ცვლილებები შედის. ისევ Apple-ის მაგალითი, რომ მოვიყვანოთ,  ცისარტყელიანი ვაშლი, მალე მონოქრომულით შეიცვალა, ნაკბეჩი კი იმიტომ გაუჩნდა, რომ ადამიანებს სხვა ხილში არ არეოდათ.

ლოგო ვერ მოეწონება ყველას, მეზობელს, დეიდას ან მეგობარს. მთავარია, ის გამოხატავდეს კომპანიის ძირითად ღირებულებებს. სინამდვილეში გუგლის ლოგო ფოტოშოპის ეფექტების ნაკრებია, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე გავრცელებული საძიებო სისტემის აღმნიშვნელია და ამ ლოგოს ცნობს ყველა. ბაკარდის ლოგო დიდი,შავი ღამურაა, რომელიც შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის კარგ რომს ნიშნავს.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ლოგო, პასუხია –  გააჩნია კომპანიას, მის შეხედულებებს, მიზნებს და ა.შ.

 

გაგაცნობთ სხვადასხვა ცნობილი ლოგოს შექმნის მოკლე ისტორიას.

bmw - ს ლოგო

 

BMW – ს ლოგოს ისტორიის ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ხაზები ლოგოზე გამოხატავს მოძრავი ვერტმფრენის პროპელერს, რადგან  BMW მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ავიაციისთვის ამზადებდა ძრავებს. მეორე ვერსიით, ლურჯი და თეთრი ნაწილები ლოგოზე ბავარიის დროშის ფერების გამეორებაა და ეს უბრალოდ პატრიოტიზმის გამოხატულებაა.

 

 

 

Nike - ის ლოგო

 

Nike – ის ლოგო ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. კეძოდ – გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს. ლოგოს ინსპირაცია ქალღმერთის ფრთის მოყვანილობა გახდა. ნიკე მებრძოლებს მოტივაციას და ძალას აძლევდა. ამიტომაც ეს ლოგო იდეალური აღმოჩნდა სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანიისთვის.

 

 

 

adidas - ის ლოგო

 

გავრცელებული აზრით, Adidas არის აბრევიატურა სიტყვებისა: All Day I Dream about Sports ( ყოველ დღე ვოცნებობ სპორტზე). თუმცა ეს არ არის სიმართლე. სახელი მოდის ადიდასის შემქმნელ ადოლფ დასლერიდან. ლოგოზე არის სამი ზრდადი ხაზი, რაც მთებს აღნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანია უბიძგებს სპორტსმენებს დაიპყრონ სულ უფრო დიდი სიმაღლეები.

 

 

Fedex - ის ლოგო

 

 

FedEx-ის ლოგომ 40-მდე ჯილდო მიიღო ლოგოს დიზაინის დარგში.ეს არის მაგალითი იმისა, როგორ გამოიყენოთ კარგად, ცარიელი ადგილი სიმბოლოებს შორის. ბოლო ორ ასოს შორის ისარი აღნიშნავს წინსვლის მიმართულებას, სიზუსტეს და სიჩქარეს.

 

 

Google - ის ლოგო

 

 

Google – ს თავდაპირველად ერქვა Backrub. კომპანიაში გადაწყვიტეს სახელის შეცვლაზე ეფიქრათ და შეჯერდნენ Googol-ზე, თუმცა მართლწერაში შეცდომა დაუშვეს და საბოლოოდ მივიღეთ სახელი Google.

 

 

კარგი ლოგოს იდეა სიმარტივესა და მთავარი ღირებულებების სწორად დაჭერაშია. როდესაც კარგად გესმის კონცეფცია, ზუსტად იცი, მიზნები  და, როგორ გამოხატო ეს ყველაფერი ვიზუალურად ერთი სიმბოლოთი, მაშინ იქმნება ისეთი ლოგო, როგორიც საჭიროა თქვენი კომპანიისთვის.