3 რჩევა სავიზიტო ბარათებზე, რომელიც უნდა გაიგო, სანამ ცოცხალი ხარ

სავიზიტო ბარათი

სავიზიტო ბარათი არის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ექმნებათ ადამიანებს თქვენზე. ასე რომ ღირს დაფიქრება იმაზე, რომ ეს შთაბეჭდილება იყოს პოზიტიური.

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, სავიზიტო ბარათების ბეჭდვა არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც თქვენ გგონიათ. ვითომ არაფერი, მოხვალთ, გვეტყვით, როგორი სავიზიტო გსურთ და ჩვენც ჩამოვბეჭდავთ, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება, ხოლმე.

ამ პოსტში შევეცდებით შევეხოთ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც სავიზიტოების ბეჭდვისას უნდა იცოდეთ.

პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხარისხი და ფორმა.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია თქვენი ბიუჯეტი. არსებობს ხარისხიანი სავიზიტოები, შედარებით დაბალ ფასად, როგორებიც არის ცარცი ლამინაციით ან ლამინაციის გარეშე და ტილოს ქაღალდი. ეს ყველაფერი სტანდარტულ ფორმაზე.

სავიზიტო ბარათი - ტილო ტილო - სავიზიტო ბარათი

არსებობს შედარებით მაღალბიუჯეტიანი სავიზიტოები, როგორებიც არის, ბარხატი, სპეც. ქაღალდი, შერჩევითი ლაკი, სავიზიტო კლიშეთი, შოლკოგრაფიით ან კონგრევით.

ფორმა და ზომა შეგიძლიათ თქვენით შეარჩიოთ. პირველ რიგში გამოირჩევა ორი სახის ბეჭდვა: ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალური ბეჭდვა უფრო ტრადიციული და მარტივად აღქმადია.

ვერტიკალური ბოლო პერიოდში შემოვიდა ხმარებაში, გამოირჩევა სხვებისგან, თუმცა მოუხერხებელი აღსაქმელია წამკითხველისთვის.

portrait business card landscape business card

შეგიძლიათ თქვენს სავიზიტო ბარათს მისცეთ ნებისმიერი ფორმა, რომელიც კი მოგესურვებათ, თუმცა ეს მეტ ბიუჯეტს მოითხოვს და, სჯობს კარგად დაფიქრდეთ, რამდენად გჭირდებათ ამხელა ხარჯის გაღება.

round-business-card-seeded-min round-visit card-min.jpg

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, დამზადების დრო.

ყველას, ვინც კი ჩვენთან უკვეთავს სარეკლამო პროდუქციას, და ამ შემთხვევაში, სავიზიტო ბარათებს, აინტერესებს, რამდენად მალე დამზადდება შეკვეთა. ალბათ გაგიგიათ, რომ არაფერია იმაზე მარტივი, 100 ცალი სავიზიტო ჩამობეჭდო და გაატანო კლიენტს.თუმცა, არც ასე მარტივად არის საქმე, რადგან კლიენტი ბევრია, შესაბამისად, რთულია ყველა შეკვეთა შევასრულოთ რამდენიმე საათში.

ციფრულად ბეჭდვა ( 100 – დან 500 – მდე სავიზიტო ბარათი ) დაახლოებით 2 – 3 დღეს მოითხოვს.

ოფსეტურად ბეჭდვა ( 500 – დან მეტი სავიზიტო ბარათი ) 7 – დან 10 დღემდე.

თუ კლიშეს ან კონგრევს აკეთებთ, მათ დამზადებას 2 – 3 დღე სჭირდება. ასევე დანებს, რომელიც საჭიროა, განსხვავებული ფორმის სავიზიტოს დასამზადებლად.

მესამე და უკანასკნელი მნიშვნელოვანი საკითხი, დიზაინი.

რიგ შემთხვევებში, კლიენტებს ჰგონიათ, რომ უკეთ იციან, რა უნდა დაიტანონ სავიზიტოზე, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, სჯობს დიზაინერის რჩევაც გაითვალისწინოთ, რადგან დიზაინერებმა იციან, როგორი სავიზიტო იქნება უკეთ აღქმადი და რა შემთხვევაშია ბარათი გადატვირთული ზედმეტი ინფორმაციით ან ვიზუალით.

bad business card worse business card

შესაძლოა დიზაინი უკვე გქონდეთ აწყობილი, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება, მხოლოდ სავიზიტო ბარათის სამუშაო ფაილის აწყობა, სტამბაში გადასაგზავნად.

adobe-illustrator-logo corel-logo

თუკი სამუშაო ფაილიც მოგეპოვებათ, ისღა დაგრჩენიათ გამოგვიგზავნოთ და დაელოდოთ, როდის დამზადდება თქვენი სავიზიტო ბარათები.

და ბოლოს, მარტივი რეკომენდაციები ჩვენგან. სავიზიტო ბარათის პირველ გვერდზე ჯობს დაიტანოთ საკონტაქტო ინფორმაცია:

1.  კომპანიის დასახელება,

2. თქვენი სახელი და გვარი,

3. პოზიცია,

4. ტელეფონის ნომერი, მეილი და ასევე შესაძლოა Facebook ლინკიც;

უკანა მხარე კი გამოიყენეთ ორიგინალური დიზაინის შესაქმნელად.