საოფისე ბეჭედი, ფორმები და თავისებურებები

საოფისე ბეჭედი, ფორმები და თავისებურებები

გაქვთ კომპანია? მაშინ, აუცილებლად უნდა გქონდეთ საოფისე ბეჭედიც. ეს არის ნივთი, რომელიც ნებისმიერ საბუთს ანიჭებს ავთენტურობას და, სასურველია ყურადღებით მოეკიდოთ მის არჩევას.

საოფისე ბეჭდის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს დიჯითალ ლაბში.

არსებობს რამდენიმე სახის საოფისე ბეჭედი:

ჩვეულებრივი შტამპის ფორმის, დიდი საოფისე ბეჭედი, რომლის დიამეტრიც საშუალოდ 4 სმ.-ია. ასეთი ბეჭდები ძირითადად ოფისებში უდევთ, რადგან ზომის გამო, არც ისეთი მოსახერხებელია მისი თან ტარება.

სტანდარტული საოფისე ბეჭედი

ასევე არსებობს მაუსის ტიპის საოფისე ბეჭედი, რომელიც შედარებით პატარაა და შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ. მისი დიამეტრი საშუალოდ 35 მმ – ია.

მაუსის ტიპის საოფისე ბეჭედი

დიდი საოფისე ბეჭდები იყოფა კიდევ სხვადასხვა ფორმად. არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც მრგვალი ბეჭედი გააკეთოთ.

ჩვენ გთავაზობთ კვადრატული და ოვალური ფორმის საოფისე ბეჭდებს:

 

გარდა ტრადიციული შტამპებისა, გთავაზობთ ე.წ. ნუმერატორებსა და თარიღატორებს. ეს არის შტამპი, რომელსაც უმაგრდება სპეციალური კონსტრუქცია. კონსტრუქცია გაძლევთ საშუალებას, თქვენი სურვილისამებრ ცვალოთ ციფრები.

თვეები შეიძლება დაეწეროს როგორც ციფრებით, ასევე ასოებით.

 

როგორც ხედავთ, საოფისე ბეჭდების არჩევანი დიდია. ფასი იწყება 50 ლარიდან და დამოკიდებულია, თქვენს არჩევანზე. დამზადებას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, თუმცა ესეც დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. ზოგი მოდელი მეტ დროს მოითხოვს.

მთავარია მოგვაწოდოთ აწყობილი ფაილი, რა გსურთ იყოს დატანილი შტამპზე, ან ასეთის არქონის შემთხვევაში, ადგილზე დაგიმზადებთ ფაილს.

დიჯითალ ლაბში, ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი არჩევანი შემოგთავაზოთ, რათა თქვენი საქმიანობა გავხადოთ კომფორტული და სასიამოვნო.