სოციალური ქსელი: სტრატეგია, პოსტინგი, შედეგების ანალიზი

სოციალური ქსელი, სტრატეგია, პოსტინგი, შედეგების ანალიზი

ყველა თანხმდება იმაზე, რომ სოციალური მედია მარკეტინგი თანამედროვე ცხოვრებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბრენდებისთვის.

სოციალური მედია არხების სწორი გამოყენება გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა, სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ კონკრეტულად ჩვენს სეგმენტთან, მივიღოთ უკუგება ( feedback ),  მოვიზიდოთ ახალი მომხმარებელი და გავზარდოთ გაყიდვები.

რა უნდა გავითვალისწინოთ?!

მიზანი და სტრატეგია

როდესაც სოციალურ ქსელში ვარეგისტრირებთ ბრენდს, აუცილებელია ვიცოდეთ, რა დროში, რა შედეგის მიღება გვსურს და ხომ არ არის ჩვენი მიზანი რეალობიდან დაშორებული.

მართალია, სოციალურ მედიას დიდი შესაძლებლობები აქვს, თუმცა არა – განუზომელი.

შემდეგ სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც შედგება დასახულ მიზნამდე მისაღწევი ნაბიჯების დეტალური აღწერისგან.

პოსტინგი

ეს არის ყველაზე საინტერესო, თუმცა ამავე დროს, საკმაოდ შრომატევადი ნაწილი.

ის, თუ როგორ მიუდგებით საკითხს, ასახავს, რამდენად ზრუნავთ მომხმარებელზე, რამდენად ცდილობთ, საინტერესო და საჭირო კონტენტი განათავსოთ.

მოერიდეთ ნოველების წერას, თუ სპეციფიკური კონტენტი არ გაქვთ. ბევრის კითხვა მომხმარებელს ყოველთვის ეზარება. უთხარით სათქმელი მოკლედ.

ვიზუალზე ყოველთვის იფიქრეთ ბევრი და მიანიჭეთ დიდი მნიშვნელობა. ეცადეთ სურათები იყოს ტრენდული და თემატური. გამოიყენეთ ჩარჩო, იგივე ფრეიმი. ამით მომხმარებელს ეხმარებით გამოგარჩიოთ სხვისი პოსტებისგან და ამასთანავე თქვენი გვერდი უფრო ორგანიზებულად გამოიყურება.

აქვე ვახსენებთ კალენდარსაც. ეს არის გრაფიკი, რის მიხედვითაც ზუსტად განისაზღვრება როდის და რა რაოდენობის პოსტები უნდა განათავსოთ გვერდზე. კალენდარი საჭიროა, რადგან პოსტებს შორის არ იყოს ძალიან დიდი ჩავარდნა ან პირიქით – ზედმეტად ხშირად არ პოსტოთ და ამით მომხმარებელი არ დააფრთხოთ.

რეკლამირებისას განსაზღვრეთ ბიუჯეტი წინასწარ. ოპტიმალურ ბიუჯეტს და ზუსტ სეგმენტაციას ის კომპანია შეგიდგენთ, რომელსაც თქვენს გვერდს ჩააბარებთ.

ზოგს ჰგონია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გვერდს ბევრი მომწონებელი ჰყავს, შესაძლოა ძალიან დაბალი ან სულაც ნულოვანი სარეკლამო ბიუჯეტით, ორგანული რიჩის ხარჯზე მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუმცა ეს არ არის სიმართლე, მითუმეტეს, როდესაც საქმე კომერციასთან გვაქვს, ვერ მიწვდებით იმ რაოდენობის მომხმარებელს, რასაც სარეკლამო ბიუჯეტის დახმარბით მიწვდებოდით.

 

შედეგების შეფასება

პირველი თვის შემდეგ, შეგიძლიათ გადახედოთ შედეგებს. ეს ის ნაწილია, რომელსაც საკმაო ყურადღება სჭირდება.

როგორ შეიცვალა სიტუაცია, მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში აქტიურობა დაიწყეთ, რამდენად გაიზარდა მომხმარებლის რაოდენობა, ჩართულობა იყო თუ არა საკმარისი, დაინტერესდა თუ არა მომხმარებელი თქვენი კონტენტით, რომელი პოსტები იყო უფრო მუშა, რომელი – ნაკლებად და ა.შ.

თუკი ანალიტიკას სწორად გააკეთებთ, შეძლებთ ყოველ ჯერზე გააუმჯობესოთ თქვენი კონტენტი და საბოლოოდ იმაზე კარგ შედეგზე გახვიდეთ, ვიდრე წარმოგედგინათ.

 

P.S. შესაძლოა პოსტზე არ იყოს 1K მოწონება, მაგრამ იცოდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ რეკლამა ცუდად მიდის. სწორად შედგენილი სეგმენტაციის შემთხვევაში, ცოტა ლაიქმა შესაძლოა მეტი შედეგი მოგიტანოთ.