რატომ არის საჭირო ვებგვერდი და რა უნდა იცოდეთ თუ ვებგვერდის დამზადება გსურთ

ვებსაიტის დამზადება

როდესაც გაქვთ კომპანია და გსურთ, მომხმარებელს თქვენ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ, აუცილებელია, შექმნათ ვებგვერდი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია.

გარდა ამისა, სწორად აწყობილი ვებგვერდი, რომელშიც გათვალისწინებულია SEO ოპტიმიზაცია, დაეხმარება მომხმარებელს მარტივად მოგძებნოთ საძიებო სისტემებში.

არსებობს ვებგვერდების სხვადასხვა ტიპი, რომელზეც დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ.

გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეისობით მნიშვნელოვანია თქვენი ვებგვერდი მორგებული იყოს ყველა მოწყობილობაზე (მობილური, ტაბლეტი, კომპიუტერი და ა.შ.).

 

ძირითადად საიტი შედგება რამდენიმე გვერდისგან, ესენია: მთავარი, ჩვენ შესახებ, სერვისები / მომსახურება, ბლოგი და კონტაქტი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ვებგვერდები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის.

 

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვყავით რამდენიმე მეტად გავრცელებული ტიპი:

  • საპრეზენტაციო ვებგვერდი – საიტი შევსებულია დეტალური ინფორმაციით კომპანიის შესახებ. აქვს რამდენიმე გვერდი, წარმოდგენილია ნამუშევრები.
  • ონლაინ კატალოგი – საიტი შევსებულია ინფორმაციით კომპანიის შესახებ, ასევე აქვს კატალოგი, სადაც წარმოდგენილია გასაყიდი პროდუქცია დეტალური აღწერით, თუმცა საიტს არ აქვს შესყიდვის ფუნქცია.
  • ონლაინ მაღაზია – საიტზე წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გასაყიდი პროდუქციის კატალოგი დეტალური აღწერით და აქვს შესყიდვის ფუნქციაც. ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდზე ჩაშენებულია გადახდის სისტემები, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია საიტიდანვე შეისყიდოს სასურველი პროდუქცია.
  • ერთგვერდიანი საპრეზენტავიო ვებგვერდი (Landing Page) – თუ კომპანიას არ სჭირდება მუდმივად განახლებადი ინფორმაციების ატვირთვა და არ იყენებს ბლოგს, ასევე არ ამატებს გვერდზე ნამუშევრებს. მაშინ ვებგვერდის ეს ტიპი სრულებით მისაღებია. საიტი წარმოდგენილია ერთ გვერდად და დაყოფილია ბლოკებად. უმეტესად ამ ტიპის გვერდებს იყენებენ კონკრეტული პროდუქტის პრეზენტაციისათვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მსგავსი ტიპის გვერდებზე შესაძლებელია გაკეთდეს რეკლამა საძიებო სისტემებში Google AdWords – ის გამოყენებით.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვებგვერდი დაგიმზადოთ

ვებგვერდის ფასები წინასწარ არასდროს არის განსაზღვრული, რადგან გარდა ზემოთჩამოთვლილი ფუნქციონალისა საჭიროა გაითვალოს ყველა დეტალი, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა დრო დაგვჭირდება თქვენი შეკვეთის შესასრულებლად.

–  თავდაპირველად საჭიროა შეადგინოთ ბრიფი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი მოთხოვნები.

–  შემდეგი ნაბიჯი კონცეფციის შედგენაა რომელიც თავისმხრივ მოიცავს ვებსაიტის ჩარჩოს ( Wireframe ) შექმნას და შეთანხმებას დამკვეთთან.

–  შემდეგი ეტაპი დიზაინის შექმნისა და შეთანხმების პროცესია.

–  შემდგომ იწყება უშუალოდ ვებგვერდის აწყობის პროცესი ანუ კოდის წერა.

მას შემდეგ, რაც საიტი დამზადდება საჭიროა მისი შევსება კონტენტით. საბოლოო დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, პროექტი ბარდება დამკვეთს.